კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას

ნახვები: 512 სოციალური სამართლიანობის ცენტრი - ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა (2000 ლარი) 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას, შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც აჯამებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ ხარვეზებსა და მის წინააღმდეგობებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან (პირის გასინჯვა, დაკავება) დაკავშირებულ საკითხებს. ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა,- აღნიშნულია ანგარიშში.

დეტალური ინფორმაცია ანგარიშის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა