თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

TOP 10 ქვეყანა სადც ყველაზე ჭკვიანები ცხოვრობენ

ნახვები: 521 TOP 10 ქვეყანა სადც ყველაზე ჭკვიანები ცხოვრობენ

რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები - ამის დასადგენად ერთი უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მოსახლეობის გონებრივი შესაძლებლობები არა მხოლოდ მათ გენეტიკურ კოდზე, არამედ ქვეყანაში მოქმედ საგანმანათლებლო სისტემაზე, კულტურულ მიდგომებსა და სხვა სოციალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ამისა, არსებობს სხვადასხვა გზა იმისთვის, რომ ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობები რიცხვებში გამოისახოს. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი IQ ტესტია, რომელიც, გავრცელებული შეხედულებით, ზუსტად ზომავს ადამიანის გონებრივ უნარებს.

საერთაშორისო პლატფორმა International IQ Test ყოველწლიურად განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც ქვეყნები საშუალო IQ შეფასებით ნაწილდებიან. 2025 წლის კვლევა მთელი მსოფლიოდან 1 352 763 ადამიანს აერთიანებს, რომლებმაც IQ ტესტი ამ ვებგვერდზე 2024 წელს შეავსეს.

მეთოდოლოგია უნაკლო არ არის, ტესტი ზოგიერთი სახელმწიფოდან ასობით ათასმა ადამიანმა შეავსო, სხვებიდან კი - რამდენიმე ასეულმა. თუმცა გამოქვეყნებული რეიტინგი ზოგად სურათს იძლევა, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში ცხოვრობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები.

IQ ტესტის შედეგებით, 107.19 ქულით, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, საიდანაც ტესტი 205 ათასზე მეტმა ადამიანმა შეავსო. პლატფორმამ გამოავლინა, რომ საშუალო IQ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ყველაზე მაღალია, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კი - ყველაზე დაბალი.

TOP 10 ქვეყანა, მოსახლეობის საშუალო IQ შეფასებით 2025:

  1. ჩინეთი - 107.19
  2. სამხრეთ კორეა - 106.43
  3. იაპონია - 106.4
  4. ირანი - 106.3
  5. სინგაპური - 105.14
  6. რუსეთი - 103.16
  7. მონღოლეთი - 102.86
  8. სომხეთი - 102.58
  9. ავსტრალია - 102.57
  10. ესპანეთი - 102.3

 

კავკასიის ქვეყნებიდან TOP 20-ში ვერ ხვდებიან საქართველო და აზერბაიჯანი. ეს უკანასკნელი რეიტინგში 48-ე ადგილზეა, საშუალო IQ კი, პლატფორმის შეფასებით, 98.71 ქულაა. მას ორი პოზიციით სჯობნის თურქეთი 99.07 ქულით.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის შედეგი ერთ წელიწადში 0.56 ქულით, 100.59 ქულამდე შემცირდა, რითაც რეიტინგში 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოდან საერთაშორისო IQ ტესტი 4700-მა ადამიანმა შეავსო. ქვეყნის საშუალო შეფასება აღემატება ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო. საქართველოს ათი პოზიციით ჩამორჩება შეერთებული შტატებიც.

რეიტინგის ბოლო ადგილებს, საშუალოდ 86 ქულით, გაბონი, ანგოლა, ბენინი, მოზამბიკი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ინაწილებენ, საიდანაც კვლევაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც უკვე აღინიშნა, კვლევაში მონაწილე 1 352 763 ადამიანი ქვეყნის სრულ მოსახლეობას ვერ წარმოადგენს და მათ მხოლოდ სამი რამ აერთიანებთ: წვდომა ინტერნეტზე, IQ ტესტის შევსების ინტერესი და ამ ტესტის რეალურად შევსება. შესაბამისად, აღნიშნული რეიტინგი ზედმიწევნით აფასებს ქვეყნებს, მათი მოსახლეობიდან ინტერნეტის მომხმარებელთა იმ ნაწილზე დაყრდნობით, რომლებმაც IQ ტესტი შეავსეს. ამის მიუხედავად, პლატფორმა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ქვეყნების 83% საშუალო IQ შეფასებას უცვლელად ინარჩუნებენ, ამიტომ სავარაუდოა, რომ რეიტინგი მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს ქვეყნებს შორის ინტელექტუალურ განსხვავებებს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა