Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კანადის პრემიერი - დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან

ნახვები: 594 კანადის პრემიერი - დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის მშვიდობის გზები განიხილა.

„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პრეზიდენტ ზელენსკის და ბევრ ჩვენს უახლოეს მოკავშირეს, რათა განგვეხილა უკრაინის გზა მშვიდობისკენ. კანადა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას. ახლა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები. დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. “დიდი შვიდეულის“ მიერ შარლევუაში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გავამკაცრებთ სანქციების მონიტორინგს“, - წერს კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, კანადა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა და უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად როგორც ახლა, ასევე მომავალში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა