თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ანსამბლი „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებს

ნახვები: 388 ანსამბლი „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებს

ანსამბლი „სუხიშვილების" წევრები უკრაინიდან მიმართვას ავრცელებენ.

როგორც „სუხიშვილების" ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი აღნიშნა, ანსამბლი იმყოფება უკრაინაში, სადაც გასტროლები უნდა დაეწყოთ.

„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში დასავლეთ უკრაინაში, დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში, მაგრამ გუშინ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ იძულებული ვართ, დავტოვოთ ქვეყანა, გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაცია, ვცდილობთ ახლა გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას. იმედია, მშვიდობით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს, უკრაინისა და პოლონეთის ელჩებს. საელჩოებს, სამინისტროებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან და ყველაფერში გვეხმარებიან ჩვენ, რომ მშვიდობიანად გამოვაღწიოთ.

მინდა, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან გვიყვარს. 17 წელია, ჩვენ ამ ქვეყანაში დავდივართ და ჩვენთვისაც გახდა ახლობელი, მათაც მინდა, ჩვენი თანადგომა გამოვუხატო", - განახცადა ნინო სუხიშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა