ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაია მწარიაშვილი - ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია (ამაღლობელი) არის უდანაშაულო!

ნახვები: 518 მაია მწარიაშვილი - ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია (ამაღლობელი) არის უდანაშაულო!

ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარემ საქმის განხილვისას ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა.

„წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აიღო და დაცვის ყველა მტკიცებულება ამოყარა საქმიდან: მიიჩნია, რომ 18 მოწმე არ უნდა გამოვკითხოთ, ასევე, 19 ვიდეოკადრი, არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება... დაცვის ყველა მტკიცებულება ამ მოსამართლემ დაუშვებლად ცნო სწორედ იმიტომ, რომ არ მოუსმინოს ჩვენს მოწმეებს, რომლებსაც უნდა ესაუბრათ საპოლიციო ძალადობებზე. ბესელიასთან ეს ინციდენტი გარკვეული მოქმედებების შედეგია. ამ გარკვეული მოქმედებების მტკიცებულებები რაც იყო, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო და ერთიანად ამოყარა. სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო დაეშვა ჩვენი საჩივარი, მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილში.

ბრალდებას ამ საქმეში არ აქვს არაფერი. ვიდეომტკიცებულების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა, ვერ გარისკა. მხოლოდ „აჭარის ტელევიზიიდან“ ამოიღო 44 წამიანი კადრი... მეტი კადრი არ აქვს „აჭარის ტელევიზიას“, უამრავი კადრი აქვს და დღესაც დევს ეს კადრები, მაგრამ ბრალდებას ეშინია ნებისმიერი კადრის მოტანის.

ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა