კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა

ნახვები: 484 ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა

ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოლივიე გრონდო თავისუფალია და საფრანგეთში ოჯახთან ერთად არის! ჩვენ მისი ოჯახის უზარმაზარ სიხარულსა და შვებას ვიზიარებთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

34 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ოლივიე გრონდო ირანში 2022 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი საფრანგეთის მოქალაქის, სესილ კოლერისა და მისი პარტნიორის, ჯაკ პარიზის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენი მობილიზაცია არ შესუსტდება: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი ირანის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა