მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თეა წულუკიანი - ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ!

ნახვები: 539 თეა წულუკიანი - ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ!

ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა! - ეს განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს იხილავენ. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენს.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.

2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა