Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შედგება - ბადრო ჯაფარიძე

ნახვები: 474 ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შედგება - ბადრო ჯაფარიძე

ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებთან ერთად შედგება.

ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ყოველდღიურად მოხდება მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. დაიწყება ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მნიშვნელოვანი ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შემდგომი ვიზიტები იქნება ერთობლივი, ზურაბიშვილთან ერთად იქნებიან კოალიციის წარმომადგენლები. ამაზეც შევთანხმდით და უკვე დაგეგმილია უახლოეს პერიოდში ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი უკვე ყოველდღიურად შეიკრიბება და იმუშავებს, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღიურად მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში და ცალკე პრეზიდენტის ვიზიტი, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება. ამავდროულად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია იქნება. ეს არის სწორედ ის დაკვეთა, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა