კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას - საქართველოში რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათისაა

ნახვები: 538 სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას - საქართველოში რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათისაა

საქართველოში რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათისაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით „ახალი დრაკონული კანონები შემოიღეს“.

„მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს დიდი რაოდენობით ჯარიმები ემუქრებათ, 5000 ლარის ოდენობით, რაც დაახლოებით 1800 დოლარია, მაშინ როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო კი დაახლოებით 1500 ლარი. რუსთაველის გამზირის ყოველ ჯერზე გადაკვეთისას შეიძლება დაჯარიმდნენ, რაც ზოგიერთისთვის ხუთჯერ, შვიდჯერ და ათჯერ მეტი ოდენობის ჯარიმას შეადგენს. ეს კანონები აქტივისტების და მათი ოჯახების ფინანსურად დაზარალების მიზნით სპეციალურად არის შექმნილი. აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსახლეობის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები გაყინულია და პოლიტიკურად აქტიური პირების დაფინანსების წყაროებზე აქტიური კონტროლი მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეებიც კი, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ, გაურკვეველი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შედეგად შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ, მძიმე შეზღუდვების წინაშე არიან.

„ისევე, როგორც რუსეთში, პუტინის ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. ამერიკული მოდელის ფარგლებში, რომელსაც როგორც ხვდებით, ამერიკულ მოდელთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს საგარეო დაფინანსების ყველა შესაძლო არხს ხურავს, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისა და რეგიონული თუ ცენტრალური მედიისთვის. ისინი მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან და კრიტიკული ინფორმაცია სულ უფრო და უფრო იზღუდება. შიშის გავრცელება და მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სახელმწიფოს შეუძლია ყველაფერი გააკონტროლოს, ცენტრალურ ადგილებში კამერების რაოდენობის ზრდის მაგალითზე ჩანს, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დემონსტრანტების სახის ამოცნობა და იდენტიფიკაცია მოხდეს და მათზე რეპრესიები განხორციელდეს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა