ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხელისუფლებამ უკრაინის საკითხზე მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

ნახვები: 364 ხელისუფლებამ უკრაინის საკითხზე მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია ითხოვდა.

მოთხოვნას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სესიის მოწვევის მიზეზი "უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, ოცნების არმისვლით კი კვორუმი არ შედგება და სხდომა ვერ გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რიგგარეშე სხდომის საკითხები პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება.

"საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება", - თქვა პაპუაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა