კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კანადის პრემიერი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებაზე - ეს არის პირდაპირი თავდასხმა, ჩვენ ამას მალე ვუპასუხებთ

ნახვები: 395 კანადის პრემიერი აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებაზე - ეს არის პირდაპირი თავდასხმა, ჩვენ ამას მალე ვუპასუხებთ

კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა“. ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

”ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად”, - აღნიშნა კარნიმ.

კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: "ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა