თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას-ღარიბაშვილი

ნახვები: 341 ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას-ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებები მიუღებელია.

„კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ. გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებები, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და მეგობარ ხალხს.

რა თქმა უნდა, ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, არის დიდი ტრაგედია. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული, ვერ იქნა თვიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ჯარისკაცები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როდესაც სამწუხაროდ, საუბედუროდ, თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც, რა თქმა უნდა, გახსოვთ ყველას, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვინ დაზარალდა ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახერხა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარება შემდეგ. შესაბამისად, მინდა, დასკვნის სახით ვთქვა, რომ ომი ყველასთვის არის მიუღებელი, არც ერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული, რადგან ზიანი ორივე მხარეს მიადგება. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრივ დავადასტუროთ ჩვენი სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს.

რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. ჩვენ იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე, ჩემი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ. ასევე, ევროსაბჭოში სრული პოლიტიკური სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და აქ რა თქმა უნდა, არანაირი კითხვა არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა