თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

ნახვები: 480 მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ მესენჯერ Signal-ზე 11-დან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები უნდა შენარჩუნდეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კერძოდ, მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს უბრძანა, შეინარჩუნონ ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც გაგზავნილი ან მიღებული იყო Signal-ის აპლიკაციის საშუალებით 11-დან 15 მარტამდე.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაცია American Oversight-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ომის გეგმებს Signal-ზე განიხილეს, ფედერალური ჩანაწერების შესახებ კანონები დაარღვიეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკვე მუშაობს იმ პერიოდის ტექსტების დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა