ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ სხდომაზე არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 358 ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ სხდომაზე არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" ეშინია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პროვოკაციები არ მოაწყოს, რის გამოც არ სურს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის გამართვა.

როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა.

„ქართულ ოცნებას" არ სურდა, რადგან ეშინიათ, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას მოგვიწყობსო. ძალიან ცუდია, რომ ამ ორი პარტიის კინკლაობას უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი. ეს არის გულდასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა. ხომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სახელმწიფოებრივად რაც სწორია, ერთად უნდა ვაკეთოთ. ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ქვეყანა ხომ გვიყვარს? უნდა მივეჩვიოთ, რომ რაც სახელმწიფოსთვის არის სწორი, ის გავაკეთოთ. არავინ ამბობს, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ და თავდასხმა დავიწყოთ. რაღაც მოზომილი, მაგრამ ერთობლივი მაინც გვეთქვა. დღეს სხდომა უნდა გამართულიყო. ჩვენი ძმები, ყველაზე დიდი მოკავშირეები იბომბებიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გაჭირვების ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდით იყვნენ. არავინ გვთხოვს, ჩავიდეთ და მათთან ერთად ვიომოთ, თუმცა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ერთი სხდომა ვერ გავმართეთ და ეს არის სირცხვილი „ქართული ოცნების", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და განმარტა მიზეზები, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა