თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რიგგარეშე სხდომაზე მოვდიოდით, რათა გვეფიქრა, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება-ხვიჩია

ნახვები: 395 რიგგარეშე სხდომაზე მოვდიოდით, რათა გვეფიქრა, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება-ხვიჩია

როგორც კი, „ქოცები" „ნაცებს" დაინახავენ, თვალი უბნელდებათ და ბრძოლას იწყებენ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი საბრძოლი არ არის „ნაცებთან", - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, დღევანდელი რიგგარეშე სხდომის საკითხი უნდა ყოფილი საქართველოს საგარეო საგარეო პრიორიტეტები და უსაფრთხოება.

„ეს საკითხი საერთოდ სხვა რამეს ეხებოდა, ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს და ქვეყნის უსაფრთხოებას. რიგგარეშე სხდომაზე საერთოდ სხვა რამისთვის მოვდიოდით, გვეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რაღაცნაირად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და მტერს ნაკლებად მოუნდეს, ჩვენ იგივე დაგვიშავოს, რაც უკრაინელებს. რაც მოეწყო, ამის პირადად მრცხვენია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სამარცხვინო გამოვიდა და ამაში ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობა მივიღეთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და განმარტა მიზეზები, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა