კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეთრი სახლი - ტარიფების გამოცხადება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში

ნახვები: 444 თეთრი სახლი - ტარიფების გამოცხადება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში

ტარიფების გამოცხადება იქნება "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში". შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

“2025 წლის 2 აპრილი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა იყო მსოფლიოში და საუკეთესო სამომხმარებლო ბაზა გვყავს, უდავოდ, თუმცა ბევრმა ქვეყანამ თავისი ბაზარი დახურა ჩვენი ექსპორტისთვის, ეს ფუნდამენტურად უსამართლოა…

პრეზიდენტმა წინა ღამეს თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე მასთან ერთად ვიყავი ოვალურ ოფისში და ის ამ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. არ მინდა პრეზიდენტს დავასწრო.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დღეა. ის თავის სავაჭრო და სატარიფო გუნდთან ერთად არის ახლა, სრულყოფილებამდე მიჰყავს ის [გადაწყვეტილება], რათა დარწმუნდეს, რომ ეს შესანიშნავი გარიგება იყოს ამერიკელი ხალხისთვის და ამერიკელი დასაქმებულებისთვის. ყველანი 24 საათში გავიგებთ”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა