Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სალომე ზურაბიშვილი - „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში

ნახვები: 462 სალომე ზურაბიშვილი - „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს“.

„ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვამია, მაგრამ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიგოს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი - ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე - სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ.

კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოორდინაციის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ ჟურნალისტებს ხვდებიან, რომელთაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დღის წესრიგში ორი სხვა თემა გვქონდა, ერთი არის შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება. შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის „ფეისბუქ“ და „ტვიტერის“ ანგარიშს, ამით უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ. მადლობა, რომ ბრიფინგებს ესწრებით, რომ კოორდინაციის საქმიანობა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს. ახლა, თქვენს შემდეგ, კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანელი ჟურნალისტების დიდ ჯგუფს, რომელიც სრულყოფილად არის საქართველოში ჩამოსული. ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციას და მათ დღევანდელ აქტუალურ გამოწვევებზე ვესაუბრებით“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა