კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კირ სტარმერი ტარიფებზე - დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ

ნახვები: 445 კირ სტარმერი ტარიფებზე - დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ

დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება, როგორც აქ, ისე გლობალურად. ჩვენ მზად ვართ, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“, - განაცხადა კირ სატარმერმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ პასუხის თვალსაზრისით „არაფერია გამორიცხული, მაგრამ მიზანს შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს“.

„ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და ახალ ეპოქაში შევდივართ. ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და სწორედ ამიტომ ჩემს გუნდს ცვლილებების სწრაფად განხორციელება დავავალე, რაც ჩვენს ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მდგრადს გახდის. ეს მთავრობა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა