ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

მივმართავ ვლადიმერ პუტინს, მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან-ზელენსკი

ნახვები: 456 მივმართავ ვლადიმერ პუტინს, მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან-ზელენსკი

ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის მიმდინარეობას მთელი ევროპა ხედავს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე განაცხადა, რომ ევროპას ასეთი რამ ბოლო 75 წლის განმავლობაში არ უნახავს. ეს სიმართლეა. თუმცა ეს მთელი სიმართლე არ არის. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, კონტინენტზე არსებობის ყველა წესების წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ საზღვრების ძალით დაყოფაზე. უკვე მეორე დღეა, უკრაინის ქალაქებზე ხორციელდება სარაკეტო დარტყმები, სატანკო კოლონები და ავიათავდასხმები, რომლებიც მაქსიმალურად ჰგავს იმას, რაც ევროპამ დიდი ხნის წინ იხილა - მეორე მსოფლიო ომის დროს და რაზეც ის ამბობდა „აღარასდროს განმეორდება". თუმცა აი, ისევ, 2022 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ხედავთ, მთელი ევროპა ამას ხედავს. თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ სრულად, რის გაკეთებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით. როგორ აპირებთ საკუთარი თავის დაცვას, როდესაც ასე ნელა გვეხმარებით ჩვენ უკრაინაში?", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი ამბობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია აგრესიის შეჩერება და ამისთვის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება.

„ჩამოვთვლი, რაც უკვე მოხდა. ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ. აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სექტორალური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ყველა უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, ყველა უმსხვილესი რუსული საწარმოს წინააღმდეგ, დასავლურ ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის წინააღმდეგ. თუმცა რუსული ტანკები ჯერ კიდევ ესვრიან ჩვენს ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს. ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ უტევს მათ შორის სამოქალაქო პირებს, უკრაინის რიგით მოქალაქეებს. ევროპა ფლობს საკმარის ძალას, რომ შეაჩეროს ეს აგრესია. რას ველოდოთ კიდევ ევროპული სახელმწიფოებისგან? რუსებისთვის ვიზების გაუქმებას? SWIFT-ისგან გათიშვა? რუსეთის სრულ იზოლაცია? ელჩების გაწვევა? სანავთობო ემბარგო? საჰაერო სივრცის დახურვა? ყველაფერი ეს დღეს უნდა იყოს მაგიდაზე, რადგან საუბარია ყველა ჩვენგანის, მთელი ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეზე. ჯერ კიდევ შესაძლებელია აგრესიის შეჩერება. საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეაჩერონ ადამიანების სიკვდილი.

„დარწმუნებული ვარ, მოქმედება რიგით ადამიანებსაც შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ევროპის ყველა ქვეყანაში. გამოდით თქვენი ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ მშვიდობა ევროპისთვის, მშვიდობა უკრაინისთვის, ამ ომის დასრულება. გამოდით მოედნებზე და მოითხოვეთ ომის დასრულება, ეს არის ჩვენი უფლება, ეს არის თქვენი უფლება. როდესაც რაკეტები ვარდება უკრაინაში, ეს ხდება ევროპაში და არა მხოლოდ უკრაინაში. როდესაც რაკეტები კლავს ჩვენს ხალხს, ეს არის ყველა ევროპელის სიკვდილი. მოითხოვეთ ევროპისთვის მეტი დაცვა, მეტი დაცვა უკრაინისთვის, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისთვის. ვიდრე ევროპაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ჩქრაობენ, მიიღონ რეალურად მტკიცე გადაწყვეტილებები, ყველა ევროპელს თავის დედაქალაქში შეუძლია მივიდეს ჩვენს საელჩოში და შემოგვთავაზოს თავისი დახმარება. მოითხოვეთ თქვენი მთავრობებისგან, რომ უკრაინას მისცენ უფრო მეტი ფინანსური, სამხედრო დახმარება, რადგან ეს დახმარება არის თქვენი, ევროპის დახმარება. თქვენ თავად ეხმარებით საკუთარ თავს. თუ თქვენ ევროპაში გაქვთ საბრძოლო გამოცდილება და არ გსურთ, უყუროთ პოლიტიკოსების გაუბედაობას, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან ერთად დაიცვათ ევროპა, სადაც ახლა საჭიროა. თქვენ უკვე გაშანტაჟებდნენ გაზით, თქვენ უკვე გამცირებდნენ და სურთ თქვენი დაყოფა ისევე, როგორც ცდილობენ უკრაინის დაყოფას. დაიცავით საკუთარი თავი ისევე, როგორც ჩვენი ვიცავთ საკუთარ თავს.

მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის შეტაკებები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი. ახლა კი მსურს, მივმართო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მტკიცედ იდექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს იცავს. დიდება უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა