უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თბილისის პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ნახვები: 495 თბილისის პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

უწყებაში შესვლამდე ოქრუაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა