კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნას ადასტურებს - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა

ნახვები: 482 ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში უკრაინელი სამხედროების ყოფნას ადასტურებს - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანია უკრაინის მოსახლეობის დაცვა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა