თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

დონალდ ტრამპი - არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ

ნახვები: 492 დონალდ ტრამპი - არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული პროგრამის დასრულებას არ დათანხმდება, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამხედრო ქმედება გამოიყენონ.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ნებისმიერ სამხედრო ქმედებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ბევრს არ ვითხოვ. მაგრამ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. თუ სამხედრო ქმედებაა საჭირო, გვექნება. ცხადია, ისრაელი იქნება ამაში ლიდერი. არავინ გვმართავს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს რაიმე სამხედრო მოქმედება.

„არ მინდა ვიყო კონკრეტული. მაგრამ როდესაც მოლაპარაკებებს იწყებ, იცი, კარგად მიდის თუ არა ის. ვიტყოდი, რომ დასკვნა იქნება, როდესაც ვიფიქრებ, რომ ის კარგად არ მიდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა