Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სალომე ზურაბიშვილი - პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას, ამ დროს კი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით

ნახვები: 515 სალომე ზურაბიშვილი - პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას, ამ დროს კი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით

პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რეგიონში მარტო არ ვართ და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს.

„სხვადასხვა განცხადებები გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოადგინა გუშინ პრემიერმა. პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში, წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს, ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან - „როდიონოვებთან“ დაუცველები, რადგან დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათი მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს და ამ რეგიონში მარტო არ ვართ.

ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტთან, მათ შორის, საჯარო მოხელეებთან, იმ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ახლა მასიურად არიან დათხოვილი. შემდეგ დღეებში შეგატყობინებთ, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას საფრანგეთსა და ჩეხეთში გამართული ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ პარტნიორებმა ქართული საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.

„იცით, რომ მე ვიყავი საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ორივე ადგილას ვიყავი, როგორც ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. შეხვედრებზე გავაცანი ინფორმაცია, ახალი პლატფორმა როგორ აპირებდა მუშაობას. ალბათ, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები ორივე შეხვედრიდან. საფრანგეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საზოგადოებრივი, დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის გზაზე. სწორედ ეს დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს არის აბუჩად აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ჩეხეთში, სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩეხეთში დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და „ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას“.

„მათ არ ეშლებათ, ვინ იყო „როდიონოვი“, რას წარმოადგენდა. ძალიან კარგად იციან იმ ადამიანების ფასი, რომლებიც თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული, სასტიკი ჯარების წინააღმდეგ იცავდნენ. ის, რომ ჩვენთან ეს ვიღაცას ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდებთან, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კიდევ უფრო რეალური და აქტიური ხდება. სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა