კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების განცხადებით, სამსახურიდან ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოა

ნახვები: 515 „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების განცხადებით, სამსახურიდან ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოა

მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიკერძოებული, უსამართლო, არაპროფესიონალური. ეს არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნორმალურ პირობებში, პირიქით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და უნამუსოდ მოექცა,- აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ ბორდის წევრებთან ერთად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის გათავისუფლებას.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

„პირადად მე, როგორც ბოდრის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ იმ ადამიანებმა, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა, ვინც ე.წ. მოკვლევა ჩაატარეს და ასეთი უსამართლო, ტყუილებზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ე.წ. დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზეც ეს ხალხი სამსახურიდან ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, პასუხი აგონ, პირველ რიგში, უმძიმესი სანქციით.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად დასჯას, შემდგომ მათ პასუხისგებაში გადაცემას, როდესაც ამის დრო მოვა სწორედაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეის ღალატისთვის, თვითონ ტელევიზიის სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს. რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენები, ამის თაობაზე პეტიცია მოამზადა და ბევრმა ხელი მოაწერა, თანამშრომლები აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის სამარცხვინო განცხადებას, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა, ხალხმა ეს გააპროტესტა, ასევე გააპროტესტა ის, რომ არასათანადოდ, მიკერძოებით და უსამართლოდ შუქდებოდა მოვლენები ამ არხზე. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს და ეს, აუცილებლად ასე იქნება“,- განაცხადა ლიკა ბასილაიამ.

ამასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არავის დაავიწყდება.

„საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. 37 წელი გრძელდება, გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იმ სტილშია და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს, ქალბატონ თინას [ბერძენიშვილს] მიაჩნდა, რომ მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, როგორც ჩანს, მოსწონს ეს საქმიანობა, მან უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება, მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ამას პასუხი და პასუხისგება მოჰყვება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ, გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ტუღუშმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა