Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე, ანუ ტერორისტული თავდასხმა არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები -

ნახვები: 439 საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი - თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე, ანუ ტერორისტული თავდასხმა არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები -

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ექვს ციხეზე ცეცხლსასროლი იარაღით და ცეცხლის განზრახ წაკიდებით განხორციელებული თავდასხმები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტები იყო.

Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქ ტულონის ციხეში ვიზიტისას, რომლის შესასვლელსაც AK-47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, დაკავშირებულია თუ არა თავდასხმები მთავრობის მცდელობებთან, საფრანგეთში სწრაფად მზარდი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ იბრძოლოს.

„რესპუბლიკა უკან არ დაიხევს. ეს არის უკიდურესად სერიოზული დანაშაულები. თავდასხმა ციხის საჯარო სამსახურზე, ანუ ტერორისტული თავდასხმა“, - განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს.

ჯერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სულ მცირე ექვსი ციხე იყო. ციხის ოფიცერთა პროფკავშირმა UFAP-მა განაცხადა, რომ ვილპენტში, ნანტერში, ექს-ლუინსა და ვალანსში ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ნანსიში ციხის ოფიცერს საკუთარ სახლში დაემუქრნენ, ხოლო მარსელში ცეცხლის წაკიდების მცდელობა განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა