Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიგი უგულავა - „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში

ნახვები: 541 გიგი უგულავა - „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში

„აღდგომა და ხვალეო“. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ - შესაძლოა, „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება, ვართ, თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ, თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს.

უგულავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს, ამიტომ ოპოზიციონერ კოლეგებს რამდენიმე მოსაზრებას სთავაზობს.

„პარტიების აკრძალვის და შემდეგ გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო.

აქვე, ჩემს პოზიციას ვიტყვი. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო.

ამასთანავე, ასევე ნათელია - ამ გამოწვევაზე მწყობრი პოზიციაა საჭირო - ე.წ. საგზაო რუკა - რათა ცხადი იყოს:

ა. რატომ არ ვმონაწილეობთ;

ბ. რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა;

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან.

ფაქტია, „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი - რისი დამთმობები არიან.

რა შეიძლება იყოს ეს პირობები:

  1. პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება.
  2. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც „ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება).
  3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით - გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს (თარიღი ცხადია სამსჯელოა).
  4. პლებისციტში კი-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული „ოცნების“ მთავრობა გადადგება; ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4 + 1 (ოცნების) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს.
  5. „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა.

მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას ვიღებთ პლებისციტში არა-ს გამარჯვების ანუ ჩვენი მარცხის შემთხვევაში.

პირობები შეიძლება შეიცვალოს - დააკლდეს, მოემატოს. ამისთვის მსჯელობაა საჭირო.

პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები - ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწებებდეთ. თუ საგზაო რუკა იარსებებს ანუ მკაფიო პოზიცია იარსებებს, გვერდზე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება, არ ვმონაწილეობ, არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის - ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს.

მოკლედ, „აღდგომა და ხვალეო“. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.

ცალკე საკითხია - ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს - შარლ მიშელი, ბეიკერი, მიხნიკი და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ მსგავსი გამოცდილება. დღეს ვითარება სხვაგვარია. სანამ შევძახებთ - არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა