Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

ნახვები: 507 სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეხვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები განიხილეს.

მათი განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის იყო რეპრესიები, რომელიც, მათივე თქმით, ამ შემთხვევაში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს შეეხო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ შეხვედრაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები. საზოგადოებას შევთავაზებთ შეხვედრებს და გაგაცნობთ, როცა იქნება კონკრეტული თარიღი. თვითმმართველობის არჩევნები არ არის ჩვენი განხილვის საკითხი,“ - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

„დღეს, ბუნებრივია, თეატრის და რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ. საერთო სოლიდარობის მხარდაჭერის ფორმებზე და საგარეო საკითხებზე. ეს არის მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები,“ - აღნიშნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა