მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

ნახვები: 517 თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

 

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.

 

ღონისძიებას სახელწოდებით - „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ - ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

თიბისი კაპიტალის  დირექტორმა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა სავაჭრო პალატის წევრებს გაუზიარეს მოლოდინები, თუ რა გავლენას იქონიებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე,   მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზეც, მათ შორის ექსპორტზე, ფასებსა და ლარის კურსზე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის წილი საქართველოს იმპორტში 12.2%-ია, ექსპორტში – 2.1%, ინვესტიციებში – 7.4%-ს შეადგენს, ხოლო ფულად გზავნილებში – 18.4%-ს.

შეხვედრაზე  განხილული იყო უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორიც. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, თუმცა ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში თბილისში გაცემულია 2.7 მილიონი მ² საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც ბაზარზე მიწოდების ზრდას ნიშნავს.

 

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს - 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტებმა 6.45 მილიონს მიაღწია, რაც 4.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან, რაც უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების  შედეგია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა