Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯინ შაჰინი - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

ნახვები: 551 ჯინ შაჰინი - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მივესალმები დიდი ბრიტანეთის მიერ იმ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რომ ქართველი ხალხის უფლებები დაიცვან, თავს არიდებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი.

ცნობისთვის, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა