თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ

ნახვები: 553 სალომე ზურაბიშვილი - უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ

სააღდგომო დღეებში რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე შეტევა. ასევე იქცევა აქაური რუსული რეჟიმი, რომელმაც აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები... უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკსა და ტროტუარზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, „რამდენად რუსულია რეჟიმი“.

„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, „დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები - ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა