ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში შეხვედრა გამართეს

ნახვები: 558 დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში შეხვედრა გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.

ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა