გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე თანახმაა

ნახვები: 385 უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე თანახმაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა - ბელარუსში.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა მზად იქნებოდა მინსკში მოლაპარაკებებზე იმ შემთხვევაში, თუ "ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედებები არ იქნებოდა".

"როდესაც თქვენ იყავით ნეიტრალურები, ჩვენ დავილაპარაკეთ მინსკში, შევხვდით ბევრჯერ, ძალიან გულწრფელად და ზუსტადაც მეზობლურად", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა მოლაპარაკებები სხვა ქალაქში გაიმართოს.

"სხვა ქალაქებს შეუძლია შეხვედრას უმასპინძლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედერა და ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ რუსულ მხარეს ყველა შევთავაზეთ და ნებისნიერი სხვა ქალაქიც ჩვენთვის მისაღებია. ისეთ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც ჭურვები არ დაფრინავს. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მოლაპარაკება და გულწფელად რომ გითხრათ, ომის ნამდვილად დასრულდება", - თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ისე ჩავიდა მინსკში, არ დაელოდა უკრაინის ოფიციალურ პოზიციას, სურს თუ არა ბელარუსში მოლაპარაკება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია მინსკში უკრაინის დელეგაციასთან მოასალაპარაკებლად ჩავიდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა