ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ნახვები: 481 დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ - აცხადებს ტუსკი.

შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა