კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ნახვები: 510 აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მ და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე.

„ორივე ქვეყანამ ძალიან კარგად წარმოადგინა თავისი ეროვნული ინტერესები. ორივეს გვაქვს დაბალანსებული ვაჭრობის ინტერესი და აშშ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“, - განაცხადა ბესენტმა.

ჟენევის შეხვედრები აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა და გლობალური სატარიფო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩინეთს განსაკუთრებით მაღალი გადასახადები დააკისრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა