კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

რეჯეფ თაიფ ერდოღანი -რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია

ნახვები: 509 რეჯეფ თაიფ ერდოღანი -რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისა თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

„აღნიშნა რა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს დასძინა, რომ ახლა გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა