თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ნიკა მელია ოქრუაშვილის დაკავებაზე - თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს

ნახვები: 564 ნიკა მელია ოქრუაშვილის დაკავებაზე - თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს

თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა იბრძვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მისივე შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება „უსამართლობაა”.

„ჩვენ ვესწრებოდით სასამართლო პროცესს. არც მუქარაში მინდა ჩაითვალოს და ზოგადად, მგონია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი განსაკუთრებით ოპოზიციიდან, როდესაც იმუქრება, (მე ასეთი მუქარის არ მჯერა), არასდროს არ რეალიზდება.

ქალბატონმა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს, რისთვისაც უმრავლესობა, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი იბრძვის - ბევრი აქტიურად, ბევრი პასიურად, მაგრამ იბრძვის, ისეთი საქართველოსთვის, სადაც მოსამართლე მოსამართლე იქნება, სასამართლო სასამართლო იქნება და არა ბიძინა ივანიშვილის უნივერსამი. აღმასრულებელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება და არა სადენით მიბმული ბიძინა ივანიშვილზე. ასევე, საპარლამენტო ორგანოც ცალკე სახელისუფლებო შტო იქნება. ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ვიბრძვით, რომელიც მოსამართლე, პროკურორი მსგავს დანაშაულებს აღარ ჩაიდენს.

ჩემი აზრით, ირაკლი ოქროაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა! ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე (რეგლამენტში) უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არცერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა”, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა