Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანკარაში ანდრეი სიბიგას მარკო რუბიოს და ლინდსი გრეჰემის შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 446 ანკარაში ანდრეი სიბიგას მარკო რუბიოს და ლინდსი გრეჰემის შეხვედრა გაიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს ანკარაში შეხვდა, რათა სამშვიდობო ძალისხმევა განეხილათ და ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შეეთანხმებინათ.

ინფორმაციას სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ანტალიაში შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს, რათა გამეზიარებინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ და ამ კრიტიკულ კვირაში პოზიციების კოორდინაცია გაგვეწია“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, შეხვედრისას დეტალურად განიხილეს შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთს მიდგომები გაუზიარეს.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო გზით”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციული ნაბიჯების შესაბამისად იმოქმედოს.

„მას ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის უარყოფას თავისი ფასი აქვს“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა. ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა