თიბისი აგრობიზნესისთვის - „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები
ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს - რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?
ელენე ხოშტარია - ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში?
სალომე ზურაბიშვილი - დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ - ეს რეპრესიების ფორმაა
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
სალომე ზურაბიშვილი - თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე, სრულიად მიუღებელია
თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს - რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?

15.05.2025 ნახვები: 224

რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას მიმართა.

როგორც ცხადაძე აღნიშნავდა, ის იმ დღეს, როცა პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა.

„არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენზე, ისევე როგორც თქვენ ვერ გექნებათ ჩვენზე. მაინტერესებს, საქმეს თუ იცნობთ ჩვენს შესახებ, რას გვედავებიან?" - მიმართა პოლიციელს ცხადაძემ, რაზეც მან უპასუხა, რომ „225-ე მუხლს, ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას“.

სამართალდამცავს ცხადაძემ კვლავ კითხვით მიმართა, „რა უთხრეს მას, რომ სასამართლოში ის პირი დახვდებოდა, ვინც ის დააზიანა თუ არა“.

„მე დამიბარეს და მოვედი აქ... როცა გიბარებენ, ვალდებული ხარ, მიხვიდე“, - უპასუხა პოლიციელმა, რომელსაც ისევ ჩაეკითხა ცხადაძე, უკითხავს თუ არა, რის გამო მიდიოდა სასამართლოში.

„როგორ არა, ვიცოდი რაზეც უნდა დავკითხულიყავი, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა“, - უპასუხა ხურცილავამ, მას კვლავ მიმართა ცხადაძემ კითხვით: „და გითხრეს, იქ ეს ადამიანი დაგხვდება, ვინც დაგაზიანაო?"- აღნიშნულს მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, ეს ადამიანი დაგხვდებაო არა, თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვიცი ვინ ისროლა, ხელს ვერავის დავადებდი“, - განაცხადა ხურცილავამ.

მას ბრალდებულმა იუმორისტმა ისევ მიმართა კითხვებით.

„მე პირადად 28 ნოემბერს, იქ სადაც დაზიანება მიიღეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ.

თქვენ თქვით, მოქალაქეებისგან დაიწყო ძალადობაო, ჩვენ არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით ერთმანეთი, თქვით, ნიღბიანი ადამიანები ერთმანეთს აწოდებდნენ ქვებს, რაღაცებსო. ახლა კითხვას დავსვამ და თუ გასაპროტესტებელი იქნება, ბრალდების მხარე გააპროტესტებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ვაპროტესტებდი, იმიტომ ვზივარ აქ. ანუ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, მოდი ქვა მომეცი, ვისროლოთო, ამას ვამბობდით?",- მიმართა პოლიციელს ცხადაძემ. აღნიშნული კითხვა ბრალდების მხარის პოზიციის შემდეგ მოიხსნა.

ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები თუ დაინახა, რასაც პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა აქ ირაკლი კობახიძე იჯდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ გქონოდათ იმის შანსი, ის დაგეკავებინათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან სამწუხაროდ გაუშვით",- განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა