თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენი ხასიათი ომს ვერ მოიგებს, უკრაინის ერთიანობა კი ომს აუცილებლად მოიგებს-ნინო ქათამაძე

ნახვები: 664 ჩვენი ხასიათი ომს ვერ მოიგებს, უკრაინის ერთიანობა კი ომს აუცილებლად მოიგებს-ნინო ქათამაძე

„ჩვენი ხმა არის სიყვარულის ხმა, არის მშვიდობას ხმა, რომ მათთან ერთად ვართ, ჩვენთვის ნაცნობია ის ტკივილი და განვიცდით. ეს არ იყო კონცერტი, ეს იყო თანადგომა“,-ამის შესახებ “NATION GEORGIA”- სთან ინტერვიუში  მომღერალმა ნინო ქათამაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტზე საუბრისას განაცხადა.

მომღერალმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელ გამოსვლას კონცერტს ვერ უწოდებს, რადგან ესიყო თანადგომა და სიყვარულის ხმა  უკრაინისადმი.

ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა უკრაინის მშვიდობა, რომ ვართ მათთან იმ  საქმით რა საქმითაც ჩვენ ერთმანეთი შევიყვარეთ. ჩვენი ხმა არის სიყვარულის ხმა, არის მშვიდობას ხმა, რომ მათთან ერთად ვართ, ჩვენთვის ნაცნობია ის ტკივილი და განვიცდით. ეს არ იყო კონცერტი, ეს იყო თანადგომა - აბსოლუტურად უანგაროდ, მთელი მუსიკოსების ერთსულოვნებით. არ ქონდა მას  სხვა მნიშვნელობა გარდა თანადგომისა და სიყვარულისა. ეს შეიძლება, ვიღაცეებისთვის არ არის მისაღები, თავისუფალ აზრს პატივს ვცემ ნამდვილად, მესმის იმ ადამიანებისაც. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი იყო უკრაინელების აზრი და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პოსტს,  რომ ეს არ იყო სიყვარულის ხმა.

გუშინ, საქართველომ უკრაინას თქვენთან ერთად შესრულებული უკრაინის ჰიმნი გააგონა - უკრაინასა და მთელ მსოფლიოს.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ვიცით ჰიმნი როგორც სიმბოლო ერის, ხმის და როდესაც ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ მისი მნიშვნლეობაც ვიცით და მთავარია რომ ჩვენ თუ კი რაიმე პატარა მარცვალია სიკეთის ის გავაღვივოთ და არა ვეძებოთ ერთმანეთთან კრიტიკის გადამკვეთი ზღვრები. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხასიათი ომს ვერ მოიგებს აი უკრაინის ერთიანობა კი ომს აუცილებლად მოიგებს.

რას ეტყვით უკრაინელებს?

მე ვეტყვი რომ უკრაინა არის მაგალითი ვაჟკაცობის, სინდისის, ბრძოლის, ვეტყოდი რომ   ვამაყობ ამ ადამიანებით, ვამაყობ ბებოებით, შვილებით, ცოლებით, მამებით, თითოეული ადამიანით. ვფიქრობ, რომ მსოფლიომ გაიგო რას ნიშნავს, სამშობლოსთვის ბრძოლა და რამხელა ფასი აქვს ბრძოლას, რამხელა მნიშვნელობა აქვს ღირსეულ სიცოცხლეს.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა