კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

ნახვები: 497 კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

პრესსპიკერის თქმით, მათ ასევე განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მას მშვიდობა სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

Reuters-ი წერს, რომ მოლაპარაკებები მოჰყვა ლიდერების ინტენსიურ დიპლომატიას, რომელიც 10 მაისს კიევში მათი ვიზიტით დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა