კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

FT - აშკარა იყო, რომ ტრამპი არ არის მზად უფრო მეტი ზეწოლისთვის პუტინზე

ნახვები: 515 FT - აშკარა იყო, რომ ტრამპი არ არის მზად უფრო მეტი ზეწოლისთვის პუტინზე

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა, რომლებთანაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა, აშშ-ის პრეზიდენტისგან კრემლის ლიდერზე ზეწოლისთვის მზადყოფნა ვერ დაინახეს.

წყაროს თქმით, სატელეფონო საუბარში მონაწილე ლიდერები „უსიამოვნოდ გაოცებულები“ დარჩნენ ტრამპის მიერ აღწერილი პუტინთან საუბრის შედეგებით.

„აშკარა იყო, რომ ტრამპი არ არის მზად უფრო მეტი ზეწოლისთვის პუტინზე, რათა ის მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს“, – აღნიშნა წყარომ.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ევროპის დედაქალაქებში ასევე შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, პუტინთან დადოს შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს პუტინის მოთხოვნებს, რაც უკრაინის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შემდეგ ტრამპმა ერთსაათიანი საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა