ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 5 300 რუსი სამხედრო დაიღუპა-ანა მალიარი

ნახვები: 362 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 5 300 რუსი სამხედრო დაიღუპა-ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ანა მალიარის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.

მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე ასეთია: 29 ერთეული თვითმფრინავი, 29 ერთეული ვერტმფრენი, 191 ერთეული ტანკი, 816 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 74 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ერთი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა BUK -1 და Grad-21, 291 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ერთეული საზღვაო ხომალდი/კატერი, ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი კი დაახლოებით 5 300 ჯარისკაცია.

„ინფორმაცია საორიენტაციოა და შესაძლოა, დაზუსტდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, პირველ რიგში, ყურადღებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ", - განაცხადა მალიარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა