მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

გიორგი ახობაძე: ცრუმოწმეების დდშვც!!!

ნახვები: 532 გიორგი ახობაძე: ცრუმოწმეების დდშვც!!!

ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო სხდომაზე წარწერა "ცრუმოწმეების დდშვც!!!" რის გამო მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო.

ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს! - ასე მიმართა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძეს სასამართლო პროცესზე.

თავად გიორგი ახობაძემ კი უპასუხა, რომ სხდომაზე მოწმეთა მხრიდან „ტყუილებს ისმენს“.

„ნაკლებ ტყუილებს რომ ვისმენდეთ, უკეთესია“, აღნიშნა გიორგი ახობაძემ.

რაც შეეხება ფურცელზე გაკეთებულ წარწერას, რასთან დაკავშირებითაც მან მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო, ის მოწმეებს ეხებოდა. კერძოდ, ახობაძე „ცრუ მოწმეებზე“ მიუთითებდა.

სასამართლო პროცესზე დღეს სამი მოწმე იკითხება. ამ ეტაპზე დაიკითხნენ დეტექტივები გიორგი ხარგელია და ალექსი ლობჟანიძე. სამართალდამცველების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია „ვოთსაფის“ მეშვეობით, რომ გიორგი ახობაძეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, „როგორც პირადად, ისე სახლში და ავტომანქანაში“ და ამის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. თავად ბრალდებულმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მოწმეები ცრუობენ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა