კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს

ნახვები: 485 პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს. 23 მაისს, საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტები განიხილავენ.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

ცვლილება 20 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა