კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა

ნახვები: 458 Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.

ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.

„დაე, ეს იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება აიძულებს იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ, ან იურიდიული სტატუსი დაკარგონ.

ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა.

„სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს - და ამ ერს. ეს შურისმაძიებლური ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს ჰარვარდში 6 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც საერთო ჩარიცხულთა 27%-ს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა