ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში არსებულ მდგომარეობას იყენებს-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 349 ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში არსებულ მდგომარეობას იყენებს-ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენს ხელისუფლებას კარგად ესმის, რა გაზრახვა აქვს ოკუპანტს, რის გამოც ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პარტნიორებთან შეთანხებით. ვმოქმედებთ გონივრულად, რათა ეს ზრახვები არ განვახორციელებინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს იყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და ხელისუფლებაში მოსვლის, დაბრუნების საშუალებად, რაც ყოვლად მიუღებელია.

„ისევე, როგორც 2008 წელს, ისევე, როგორც 2014 წელს, ისევე, როგორც ამ მოვლენების ამ მძიმე აგრესიის დაწყების წინ საერთაშორისო საზოგადოება, სამწუხაროდ, არ იყო რელევანტური რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განსაზღვრისა და რეაგირების კუთხით. კარგია, რომ დღეს ეს ვითარება ჩვენს პარტნიორებში რადიკალურად იცვლება, რაც მისასალმებელია აგრესიის შეჩერებისათვის. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ისტორიის გადაწერა არ გამოვა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგრესიის წინ. ეს იყო მისი მხრიდან გაუთვლელი, პროვოკაციაზე აწყობილი, მილიტარისტული ლოგიკით გაჟღენთილი ქმედებები. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ის სატელევიზო მასალა, რომელიც დაგვანახებს იმდროინდელი ნაციონალური ხელისუფლების ურაპატრიოტულ, უგუნურ და პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა თავისი ზრახვები და განეხორციელებინა ოკუპაცია. ამ წილ პასუხისმგებლობას ის ხელისუფლება ვერასდროს მოიხსნის, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ეს ზრახვები არ აქვს.

ჩვენს ხელისუფლებას კარგად რომ ესმის, რა გაზრახვა აქვს ოკუპანტს, იმიტომ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პარტნიორებთან შეთანხმებით. ვმოქმედებთ გონივრულად, რათა ეს ზრახვები არ განვახორციელებინოთ. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს აღშფოთებას იწვევს. ჩვენ, ყველანი ამის სოლიდარული ვართ, ეს აგრესია უნდა აღიკვეთოს და შეწყდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რადიკალური პარტია უკრაინაში ამ მდგომარეობას იყენებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და ხელისუფლებაში მოსვლის, დაბრუნების საშუალებად, რაც ყოვლად მიუღებელია. სხვისი გაჭირვებით და სხვისი ტრაგედიით სპეკულირება, რათა მიაღწიო შენს მერკანტილურ მიზანს, ასე არ არის. ხალხი ამას ზუსტად ჰყოფს, რა არის მართლა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და რა არის ის, რომ ამ სხვისი ტრაგედიით უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა