თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვადასტურებთ, რომ ჩვენს თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს

ნახვები: 495 ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვადასტურებთ, რომ ჩვენს თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

შესაბამის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ“ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე.“- ნათქვამის განცხადებაში.

 მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, საიმონ ვანდერბრუკი, საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ცნობით, „ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა