ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში

ნახვები: 474 მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური დღეა.

“დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, იმისთვის, რომ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ დავიცვათ და შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და გვინდა, რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ოცნების ბოჭორიშილმა  აღნიშნა, საქართველომ პარტნიორებისგან ბევრი მილოცვა მიიღო.

“საკმაოდ ბევრი მოლოცვა მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება. დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკდებლობის დღე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები გვილოცავენ. ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ეს დღე გაზიარებულია მათ მიერ“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მან ე.წ. კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს მცხეთაში უმასპინძლებს სტუმრებს. ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, გვექნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებსაც დავუთმოთ დრო. გვეყოლებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩო, ყველა დიპლომატი ზეიმობს ამ დღეს და ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი, განსაკუთრებით ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა ამ დღესთან დაკავშირებით ეზიარონ ქართულ კულტურას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა