4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა თბილისში რუსეთის დროშის „შეურაცხყოფის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო

ნახვები: 521 რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა თბილისში რუსეთის დროშის „შეურაცხყოფის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის "შეურაცხყოფის ფაქტზე" გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც „მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში, მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო“.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს დაავალა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე კანონით დადგენილი წესით წარსდგნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვითარებას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებდნენ.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ "რუსეთის დროშა შეურაცხყო". 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა