კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება

ნახვები: 478 ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება

"დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – „დიფ სთეითმა“ თუ უნდა მართოს აშშ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობა აშშ-სთან, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან და ამას ელოდება.

„არ არის მაინცდამაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. დანაშაული მკვლელობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი. ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად. რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკასთან, რომელიც გათავისუფლდება „დიფ სთეითისგან“. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელის ვებგვერდი ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა